1 სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკომისიის გადაწყვეტილება აეროპორტებში სითხის ოდენობის შეზღუდვის აღდგენის შესახებ, რომელიც მგზავრებს ხელბარგში შეუძლიათ იქონიონ. ევროკავშირის მასშტაბით ხელბარგში 100 მლ-მდე სითხეების ლიმიტი ხელახლა შემოვიდა.
ევროკომისიამ დიდი ხნის წესის აღდგენა ივლისის ბოლოს გადაწყვიტა, მაგრამ ის ძალაში სექტემბრიდან შევა. ეს ნიშნავს, რომ ის აეროპორტები, რომლებიც ადრე ახალ ტექნოლოგიას იყენებდნენ, რათა მგზავრებს უფრო დიდი რაოდენობით სითხის ტარების საშუალება მისცემოდათ, ახლა უკვე 100 მლ-იან ლიმიტს გააკონტროლებენ.
გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის აეროპორტებს, ასევე ისლანდიას, შვეიცარიას, ლიხტენშტაინს და ნორვეგიას.
ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) თანახმად, C3 სკანერები შეზღუდული რაოდენობით რამდენიმე ქვეყანაში დამონტაჟდა, როგორიცაა გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები და შვედეთი.
სითხის ლიმიტი არსებობა არის უსაფრთხოების ზომები, რადგანაც სკანირების აპარატებს ხშირ შემთხვევაში თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა უჭირთ.