2025 წლის 12 ოქტომბრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესები შეიცვლება. ამოქმედდება ახალი ციფრული სისტემა, სახელწოდებით „შესვლა-გასვლის სისტემა“ (EES), რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის პასპორტში ბეჭდების დადებას ბიომეტრიული სკანირებით ჩაანაცვლებს.
ახალი სისტემის მიზანი საზღვრის კვეთის პროცესის გამარტივება და მონიტორინგის გაუმჯობესებაა. EES მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, ასევე ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას. გამონაკლისი ამ ეტაპზე კვიპროსი და ირლანდიაა.
მნიშვნელოვანი დეტალები:
ბიომეტრიული მონაცემები: საზღვარზე მოგზაურებს მოუწევთ ბიომეტრიული მონაცემების სკანირება, რაც პასპორტში ფიზიკურ ბეჭდებს ჩაანაცვლებს.
მონაცემთა შენახვა: მიღებული ინფორმაცია სამი წლის განმავლობაში შეინახება, რის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება.
ვინ ეხება: წესი ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე.
ეტაპობრივი ცვლილებები:
EES-ის ამოქმედება არის მოსამზადებელი ეტაპი ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) დანერგვამდე. ETIAS-ი 2026 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და ის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ქვეყნების ტურისტებს სავალდებულო გახდის ონლაინ ავტორიზაციის გავლასა და 20 ევროს გადახდას.
ახალი სისტემები ევროპაში მოგზაურობის პროცესს უფრო უსაფრთხოს და მოწესრიგებულს გახდის.












