ევროკავშირი სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში რუსული ავიაკომპანიებისათვის თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილების და საჭირო აღჭურვილობის მიყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ ვკრძალავთ ყველა თვითმფრინავის, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის მიყიდვას რუსული ავიახაზებისთვის. ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორის და ქვეყნის საკომუნიკაციო შესაძლებლობების დეგრადაციას“, – განმარტავს ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, რუსეთის კომერციული საჰაერო ფლოტის დაახლოებით 75% აშენდა ევროკავშირში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.