ევროკავშირი ბერლინსა და კიევს შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. იდეა 2040 წლისთვის განხორციელდება.
ევროკომისარმა მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოსციციკოსტასმაგანაცხადა, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T-ს განვითარების შემდეგ ეტაპზე იგეგმება ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის ბერლინი-ვარშავა კიევამდე გაფართოება.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის მხარეს სარკინიგზო მიმოსვლის სიჩქარის გაზრდასთან დაკავშირებით პრობლემებია, თუმცა მსგავსი პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ აღმოსავლეთ ქვეყანაშიც შეინიშნება.
ციციკოსტასი მალე წარადგენს გეგმას ევროკავშირის დედაქალაქებისა და მსხვილი ქალაქების მიერ ჩქაროსნული სარკინიგზო, მათ შორის ღამის მატარებლების, დასაკავშირებლად.
გარდა ამისა, ევროკომისარმა ისაუბრა სარკინიგზო მიმოსვლის ციფრული დაჯავშნისა და ბილეთების გაყიდვის ერთიანი პლატფორმის შემუშავებაზე. ციციკოსტასის თქმით, ის ძალიან მალე იქნება მზად.