ევროკომისია ავიაკომპანიებს მოუწოდებს, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ევროკავშირის ფარგლებში, მოახდინოს ბარგის ზომის სტანდარტიზება. ასე იმედოვნებენ, რომ დაბნეულობას მოიშორებენ და მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდიან.
„ეს ინფორმაცია თავიდანვე უნდა მიეწოდოს მოგზაურებს, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, როდესაც ყიდულობენ ბილეთს, რა ბარგის წაღება შეუძლიათ ფრენაზე“, განმარტავს ადინა ვალეანი, ტრანსპორტის ევროკომისარი.
ავიაკომპანიებს შორის ერთიანი წესების არარსებობა ხშირად აბნევს მგზავრებს და იწვევს დამატებით ხარჯებს. სწორედ ამის გამოსწორებას აპირებენ ევროპელი დეპუტატები.