ნეპალის ხელისუფლება ახალ წესებს აწესებს მათთვის, ვინც ევერესტზე ასვლას გეგმავს: ახლა ყველას მოუწევს GPS ტრეკერების წაღება.
GPS ტრეკერები გაიცემა მოგზაურობამდე. ქირის ღირებულება 10-15 დოლარია. მოწყობილობები ადვილად იმალება ტანსაცმელში. ისინი არ საჭიროებენ დატენვას და შეუძლიათ სიგნალის გადაცემა თოვლის 20 მეტრიანი ფენის ქვეშაც კი.
უსაფრთხოების ახალი წესები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გასულ სეზონში ევერესტზე 18 ადამიანი დაიღუპა. ნეპალის ხელისუფლება ცდილობს უზრუნველყოს მთამსვლელების მაქსიმალური უსაფრთხოება.