ახალი ევროპული მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ ვკომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, 20 ივლისს, ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.
რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
​გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings ამ დრომდე მხოლოდ დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით ასრულებდა ფრენებს.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით სამი ავიაკომპანია (Lufthansa, Condor, Eurowings), 4 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს რეგულარულ ფრენებს.