4 ივლისს, გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოოერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, ავიაკომპანიის დუსელდორფი-თბილისის პირველ რეისს  171 მგზავრი ჩამოყვა, რომლებთაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საავიაციო ხელისფულების წარმომადგენლები და TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა დახვდნენ. 

Eurowings-ი მგზავრებს, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. ზაფხულის სანავიგაზიო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.  

გერმანიის ქალაქებსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის ფრენებს სამი ავიაკომპანია, კვირაში 9 სიხშირით ასრულებს: Georgian Airways (Berlin); Lufthansa (Munich); Eurowings (Dusseldorf). 

ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ისშვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობასაქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედიკონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად,2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისადა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. 2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვაქვეყანაში განხორციელებულიმრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანიგამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტისწყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზესანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიადჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.