დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა ფულის გამომუშავება ცარიელი ადგილებიდან დაიწყო. Lufthansa Group-ში შემავალი “ლოუკოსტერი” Eurowings-ი მგზავრებს, გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ, საშუალებას აძლევს, რომ მათი სავარძლის გვერდით სავარძელი ცარიელი დარჩეს. იმ პერიოდში, ვიდრე ავიაკომპანია ახალი მომსახურების რეკლამირებას დაიწყებდა, სერვისით 5000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
თუმცა ამიერიდან სერვისი ხელმისაწვდომია ყველა კლასის მგზავრისთვის და მისი შეძენა ბილეთის ყიდვის დროს შეგეძლებათ. სერვისის ღირებულება, ევროპის რეისებზე 18 ევროდანაა. დღეისათვის აღნიშნული სერვისის მიღება მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით შეიძლება, თუმცა რამდენიმე დღეში Eurowings-ის საიტიდანაც გახდება შესაძლებელი.
სერვისით აქამდე მხოლოდ BIZ class-ის მგზავრები სარგებლობდნენ.