გერმანულმა ავიაკომპანია Eurowings-მა ბორტგამცილებლებისთვის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ყოველდღიური უნიფორმის ოფიციალურ ნაწილად დაამტკიცა. თუ აქამდე Sneaker Flydays-ის ინიციატივის ფარგლებში ეკიპაჟს სპორტული ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ პარასკევს შეეძლო, ახალი გადაწყვეტილებით ეს შესაძლებლობა უკვე ყველა სამუშაო დღეს გავრცელდება.

ავიაკომპანიის განცხადებით, ცვლილება თანამშრომლების მხრიდან კომფორტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება და ამავდროულად, კომპანიის თანამედროვე და თავისუფალ ბრენდიმიჯსაც უსვამს ხაზს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ინიციატივამ როგორც თანამშრომლების, ისე მგზავრების მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო. მათი თქმით, მომხმარებლები სოციალურ ქსელებსა და გამოკითხვებში ეკიპაჟის ახალ სტილს პოზიტიურად აფასებენ.

Max Kownatzki-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომპანიის მიზანს ასახავს, დამკვიდრდეს როგორც თანამედროვე ევროპული „value airline“, რომელიც ტრადიციული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისგან განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მგზავრებს.

ავიაკომპანიაში მიიჩნევენ, რომ განახლებული უნიფორმა ეკიპაჟისთვის უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის და ბრენდის გზავნილს – „მეტი სიმარტივე ყველასთვის“ – კიდევ უფრო აძლიერებს.