გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას გერმანიის სამი ქალაქიდან განახორციელებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რეისებს შეასრულებს დიუსელდორფიდან, ბერლინიდან და შტუტგარტიდან. ირკვევა, რომ Eurowings-ი დიუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს, ბერლინიდან 1 სიხშირით, ხოლო შტუტგარტიდან 2 სიხშირით.
Eurowings GmbH არის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ბაზირებულიადიუსელდორფის აეროპორტში. ის საავიაციო ჰოლდინგის Lufthansa Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.