ავიაკომპანია Eurowings-მა საკუთარი ტუროპერატორის, Eurowings Holidays-ის გახსნა დააანონსა და მას საკმაოდ ამბიციური გეგმებიც დაუსახა: მალევე მოხვდეს გერმანიის ტურისტული კომპანიების ათეულში. Eurowings Holidays-ი ოპერირებას 2025 წლის 1 აპრილს დაიწყებს.

ბრიტანეთში Easyjet-ის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი ტუროპერატორი ავიაკომპანიის 20 მილიონზე მეტ მგზავრს შესთავაზებს არა მხოლოდ ფრენებს, არამედ სრულ დასასვენებელ პაკეტებს, მათ შორის სასტუმროებს, ტრანსფერებს და მანქანის დაქირავებას.

Eurowings Holidays გეგმავს მომხმარებლების მოზიდვას მაქსიმალური მოქნილობით: დაბალი წინასწარი გადახდების, უფასო გადაჯავშნის სერვისით და გაუქმებას ჯარიმების გარეშე.

შეთავაზება ასევე მოიცავს ორგანიზებულ ტურებს Lufthansa-ს შვილობილი კომპანია Discover Airlines-ისგან.