დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი  40 ერთეულ Airbus A319-სა და Airbus A320-ს ახალი Boeing 737 MAX 8 -ის თვითმფრინავით ჩაანაცვლებს.

როგორც ცნობილია Lufthansa Group-მა 2023 წლის დეკემბერში 40 ერთეული ახალი Boeing 737 MAX 8 შეუკვეთა. ხოლო 2024 წლის 20 იანვარს გამოაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავი განკუთვნილია Eurowings-ისთვის.

როგორც Lufthansa Group-ის მენეჯმენტი განმარტავს, მიღებული გადაწყვეტილება არის „დამსახურებული და ძლიერი სიგნალი Eurowings-ის წარმატებული მომავლისთვის”.

ფლოტის მოდერნიზაცია, რომელსაც Lufthansa Group უწოდებს, როგორც „ყველაზე დიდს ევროპულ ავიაციაში“, 2027 წელს დაიწყება, მას შემდეგ რაც კომპანია პირველ ახალ Boeing 737-8-ს მიიღებს.

ირკვევა, რომ აღნიშნული პროექტის ღირებულება 5 მლრდ დოლარია. თითოეული თვითმფრინავი 189 მგზავრზე იქნება გათვლილი.