ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) სამოქალაქო ფრენებისთვის უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შედეგებს სწავლობს.
“ჩვენი დიაგრამა გვიჩვენებს გუშინ, უკრაინის საჰაერო სივრცის იძულებითი დახურვის შედეგს. ჩვენ ვსწავლობთ საჰაერო მარშრუტების ცვლილების გავლენას როგორც უკრაინის, ისე მთელი რეგიონის ჭრილში. EUROCONTROL-ი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ facebook „პოსტში“.
EUROCONTROL-ის დიაგრამაში ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ეტაპობრივად იკლებს და 24 თებერვალს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-ით მცირდება (თუ 2019 წელს დაფიქსირდა 576 ფრენა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, შესრულდა მხოლოდ 22 ფრენა).