ევროპული საჰაერო ნავიგაციის სერვისებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის სერვისების პროვაიდერი Eurocontrol-ი სათავეში ჩაუდგა თანხების მოძიების ინიციატივას, რათა დაეხმაროს ევროპული ქვეყნების საჰაერო ნავიგაციის სერვისებს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით.
ნებაყოფლობითი ურთიერთდახმარების ფონდი მიზნად ისახავს უკრაინის, მოლდოვას, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მხარდაჭერას “ფორსმაჟორულ პირობებში”.
Eurocontrol-მა განაცხადა, რომ უკრაინულ და მოლდავურ ANO პროვაიდერებს გაუგზავნის 46,5 მილიონი ევროს გრანტს, ხოლო პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა მიიღებენ 46,1 მილიონი ევროს სესხს.