Euro 2024-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდით გაემგზავრა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე Georgian Airways-ის ბორტით გაემგზავრა! წარმატებებსა და ახალი გამარჯვებებით დაბრუნებას ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს!“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.