შავი ზღვა ესაზღვრება ექვს ქვეყანას, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის თურქეთი. იგი ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. აქ არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ!
ისტორია და კულტურა
რეგიონი არ უნდა დატოვოთ სუმელას მონასტრის მონახულების გარეშე. სუმელას სამონასტრო კომპლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მის დამაარსებლად ათენელი მღვდელი, ბარნაბე ითვლება, რომელიც 375-395 წლებში ცხოვრობდა. მონასტერს ყოველყოველწლიურად, ასიათასობით ადამიანი სტუმრობს. იგი ზღვის დონიდან 1150 მეტრზე მდებარეობს. სუმელას მონასტერი ასევე ცნობილია როგორც ღვთისმშობლის მონასტერი. აღსანიშნავია, რომ მისი აშენება პირველად კლდეში არსებული მღვიმის ეკლესიად გადაკეთებით დაიწყეს.
აუცილებლად უნდა ეწვიოთ გირესუნის ციხეს. ძველ წყაროებში მოიხსენიება, როგორც „ბრინჯაოს გალავანი ციხე“. ვარაუდობენ, რომ მისი კედლები ელინურ პერიოდს ეკუთვნის. ციხიდან თქვენს წინ საოცარი ხედი გადაიშლება, საიდანაც ჩანს მთელი გირესუნი და შავი ზღვა.
მაჩკას ციხე ტრაპიზონის მახლობლად მდებარეობს. იგი გამოირჩევა უამრავი ისტორიული ღირებულებით.
ადგილობრივი გასტრონომია
რიზეს ჩაის ბაღები: რიზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთში ჩაის წარმოების თვალსაზრისით. რიზეში თქვენ შეძლლებთ დაათვალიეროთ ჩაის ბაღები, ასევე გაეცნოთ ჩაის მომზადების პროცესს,მის ტრადიციებს და დააგემოვნოთ იგი.
შავი ზღვის სამზარეულო: შავი ზღვის რეგიონის სამზარეულო მდიდარია უნიკალური კერძებით, როგორიცაა უამრავი სახეობის თევზი, სიმინდის პური, კუიმაკი (სიმინდის ფქვილისგან დამზადებული კერძი) და სხვ. ამ კერძების დაგემოვნება რეგიონის რესტორნებსა და სხვა ადგილობრივ კვების ობიექტებში შეგიძლიათ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ შავი ზღვის ადგილობრივი სამზარეულო.
სპორტი და თავგადასავალი
ამ რეგიონში შეგიძლიათ დაკავდეთ უამრავი საინტერესო აქტივობითაც. მაგალითად, რიზესა და ართვინის რეგიონში, მდინარეებზე შეგიძლიათ დაკავდეთ მდინარეებზე ჯომარდობით. ეს გაძლევთ შესაძლებლობას განიცადოთ ადრენალინი და დატკბეთ მისით მიღებული ემოციებით.
აღნიშნულ ეგიონში ასევე შეგიძლიათ ილაშქროთ, დარჩეთ ბანაკებში და აღმოაჩინოთ მისი ხელუხლებელი ბუნება. თუ გსურთ, რომ თავი დააღწიოთ დროებით ქალაქის აურზაურს და დატკბეთ სიმშვიდით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ შავი ზღვის რეგიონს.