მიმდინარე წელს Etihad Airways-ი მუმბაიში ფრენის დაწყებიდან 20 წლის თავს აღნიშნავს. აღნიშნულის თარიღის აღსანიშნავად, ავიაკომპანია აბუ დაბისა და ინდოეთის ქალაქ მუმბაის შორის ფრენებს Airbus A380-ით განახორციელებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავით ფრენების განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს საკულტო თვითმფრინავი ჩვეულებრივ გამოიყენება შორ მანძილზე ფრენისთვის, ჩვენ მას ინდოეთში ფრენის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ავიაკომპანიის შემოსავლების და კომერციის ოფიცერმა არიკ დემ.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა გადამზიდავმა პირველი რეისი მუმბაის მიმართულებით 2004 წლის 26 სექტემბერს განახორციელა, დღეს კი ავიაკომპანია ინდოეთში 11 ქალაქში ასრულებს ფრენებს.