ავიაკომპანია Etihad Airways-მა COVID-19-ის PCR ტესტის ღირებულება ავიაბილეთის ფასში შეიყვანა. შესაბამისად ავიაკომპანიის ყველა მგზავრი, რომელიც აბუ-დაბიდან სხვადასხვა მიმართულებით შეიძენენ ბილეთს შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 48-96 საათით ადრე გაიკეთონ ტესტი ავიაკომპანიის პარტნიორ Life Dx-ის სამედიცინო ცენტრებში. ცნობისათვის COVID-19-ის PCR ტესტის გაკეთება კლინიკების მიხედვით 180-დან 250 დირჰამამდე მერყეობს. 

Etihad Airways-ის ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ტესტი სურვილისამებრ  ბინაზე ან ოფისში გაიკეთონ. 

განსხვავებული წესი მოქმედებს ჩინეთის მიმართულებით წამსვლელ მგზავრებზე, მათ ტესტი აბუ დაბის ჯანმრთელობის სერვისების (SEHA) ცენტრებში ფრენამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ.