Etihad Airways-მა და Vietnam Airlines-მა გააძლიერეს საჰაერო კავშირები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამს შორის, რასაც ხელი შეუწყო ახალი ქოუდშეარ შეთანხმების ამოქმედებამ. ეს შეთანხმება ეფუძნება Etihad-ის მიერ ახლახან დაწყებულ აბუ-დაბი–ჰანოის პირდაპირ რეისებს.
ახალი შეთანხმება მგზავრებს მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს:
Etihad-ის მგზავრებისთვის: მარტივდება წვდომა ვიეტნამის ძირითად ქალაქებსა და პოპულარულ აზიურ მიმართულებებზე. მათ შეუძლიათ იმგზავრონ ერთი ბილეთით, გაერთიანებული რეგისტრაციითა და ბარგის მომსახურებით (unified check-in and baggage handling).
Vietnam Airlines-ის მგზავრებისთვის: ეტაპობრივად გაეხსნებათ წვდომა აბუ-დაბის გავლით ექვს ახალ მიმართულებაზე ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში. ესენია: ათენი, ადის-აბება, ბაჰრეინი, მასკატი, კაირო და სტამბოლი.
ავიაკომპანიებმა ასევე გააფართოვეს თანამშრომლობა ხშირი მგზავრების პროგრამის ფარგლებში:
პროგრამების Etihad Guest-ის და Lotusmiles-ის წევრებს ახლა უკვე შეუძლიათ მილების დაგროვება და დახარჯვა ორივე გადამზიდველის გლობალურ მარშრუტებზე.
ავიაკომპანიების ხელმძღვანელების თქმით, ეს თანამშრომლობა აუმჯობესებს მგზავრობის კომფორტს, აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს და ქმნის ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს ვიეტნამსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის.












