ავიაკომპანია Etihad Airways-ის ლოიალობის პროგრამა, Etihad Guest-ი, პრემიუმ სტატუსის მქონე წევრებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს. Gold, Platinum და Emerald სტატუსის მქონე მომხმარებლები Etihad-ის გლობალურ ქსელში არსებულ Promo კატეგორიის ბილეთებზე 10%-მდე ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

Promo კატეგორიის ადგილები Etihad Guest-ის ყველა წევრისთვის არის ხელმისაწვდომი და მათ ფიქსირებული რაოდენობის დაგროვილი მილებით ავიაბილეთების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის განახლების შედეგად კი, ყველაზე ლოიალური წევრები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, რაც მილების გამოყენების პროცესს მათთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

როგორც Etihad Guest-ის მმართველმა დირექტორმა, მარკ პოტერმა აღნიშნა, პროგრამის მიზანი წევრებისთვის გამორჩეული გამოცდილებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ბენეფიტების შეთავაზებაა. მისი თქმით, Promo ადგილებზე დაწესებული ფასდაკლებები პროგრამის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაგროვილი მილები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.

Etihad Guest-ის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შეთავაზებით ავიაკომპანიის მზარდი ქსელის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის აზიისა და აფრიკის იმ 12 ახალ დესტინაციაზე, რომლებიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაამატა. მათ შორისაა დაკა, შანხაი, აკრა და ლაგოსი.