Etihad Airways-მა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ადგილობრივი წარმოების ბიოსაწვავით, პირველი კომერციული რეისი განახორციელა.
ბიოსაწვავი, რითაც რეისი EY77 აბუ-დაბიდან ამსტერდამის მიმართულებით შესრულდა, კომპანია Adnoc Refining-ის მიერ გადამუშავებული ზეთების მიერ იყო მიღებული.
„ეს კაცობრიობისთვის პატარა ნაბიჯია, თუმცა ჩვენთვის – უდიდესი“, განაცხადა ანუ-დაბიში მარათულ ბრიფინგზე Etihad Aviation Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი დუგლასმა.
სხვადასხვა ავიაკომპანია წლების განმავლობაში ექსპერიმენტებს ახორციელებდნენ, რათა ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება მოახდინონ.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ მიზნად დაისახა, რომ 2050 წლისთვის 2005 წელთან შედარებით, ავიაციაში ნახშირორჟანგის გამოყოფა 2-ჯერ უნდა იყოს შემცირებული.
რაც შეეხება Etihad Airways-ის მიერ მოხმარებულ ბიოსაწვავს ის ერთ-ერთ ფერმაში, 2 ჰექტარზე მოწეული ზეთებისგან იყო მიღებული. ეს ფერმა სპეციალიზირებულია მარილ წყლებში საწვავის და საკვები პროდუქტების წარმოებაზე.