Etihad Airways-მა ავიაკომპანიების მგზავრთა შეფასებების აღრიცხვის ასოციაციის (APEX) რეიტინგის მიხედვით, 2026 წლისთვის ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ავიაკომპანიის ტიტული მოიპოვა.
ეს ინფორმაცია ამერიკის ქალაქ ლონგ-ბიჩში, APEX/IFSA Global EXPO-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი. შეფასება ეფუძნება მგზავრების მიერ თითქმის 600 ავიაკომპანიის მილიონამდე რეისის ანონიმურ შეფასებას, რომლის შედეგებიც დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა.
„ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უშუალოდ ჩვენი სტუმრებისგან მოდის, რომელთა ნდობა და ერთგულება ყოველდღიურად გვამხნევებს“, – აღნიშნა Etihad Airways-ისშემოსავლებისა და კომერციული საქმიანობის გენერალურმა დირექტორმა, არიკ დემ.
ავიაკომპანიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი ტიპის საჰაერო ხომალდი – Airbus A321LR. ლაინერი აღჭურვილია:
First Suite ლუქსებით მოცურავი კარებით სრული განმარტოებისთვის.
ბიზნეს-კლასის სავარძლებით, რომლებიც მთლიანად ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე იშლება და ილუმინატორებისკენ არის მიმართული.
ახალი თაობის ეკონომ-კლასის სალონით 4K სენსორული ეკრანებით.
თვითმფრინავი ასევე აღჭურვილია უახლესი მაღალსიჩქარიანი Wi-Fi სისტემით, რაც მგზავრებს მთელი ფრენის განმავლობაში კავშირზე დარჩენის საშუალებას აძლევს.
APEX/IFSA Global EXPO ავიაციის ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა, რომელიც მგზავრების გამოცდილების ანალიზს ეძღვნება და აღნიშნავს მოგზაურობის სფეროში ყველაზე გამორჩეულ მიღწევებსა და ინოვაციებს.












