არაბულმა ავიაკომპანია Etihad Airways-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც საფრენოსნო პერსონალის სრული შემადგენლობის COVID-ვაქცინაცია მოახდინა.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავარ ამოცანას მარტის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 50%-ის ვაქცინაცია წარმოადგენს.
Etihad Airways-მა პერსონალის ვაქცინაციის დავალების ადრეული დასრულების შესახებ მოხსენება უკვე გააკეთა.
ირკვევა, რომ Etihad Airways-ის თანამშრომელთა თითქმის 80%-მა ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. ვაქცინაციის მაჩვენებლების მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელის შემდეგ მეორე ადგილზეა.
Etihad Airways-მა ცოტა ხნის წინ IATA Travel Pass მობილური აპლიკაციის დანერგვის შესახებ განაცხადა, რომელიც მგზავრებს ეხმარება მოგზაურობის ორგანიზებაში – PCR ტესტირების, ან COVID-ვაქცინაციის მოთხოვნების შესაბამისად.