ავიაკომპანია Etihad Airways-მა პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 22 აპრილიდან, ოთხშაბათიდან, საწვავის მოსაკრებლის (YQ) განახლებული ტარიფები ამოქმედდება.
ავიაკომპანია მოუწოდებს სავაჭრო პარტნიორებსა და აგენტებს, არსებული ფასების შესანარჩუნებლად უზრუნველყონ ყველა აქტიური ჯავშნის ბილეთების გამოწერა 2026 წლის 22 აპრილის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის 07:00 საათამდე.
Etihad Airways-ი მადლობას უხდის პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება ფასების კორექტირების აუცილებლობითაა განპირობებული.












