არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ, Etihad Airways-მა, გამოაცხადა, რომ 2026 წლიდან ბაქოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს დააბრუნებს. ეს ნაბიჯი ავიაკომპანიის გლობალური ქსელის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
მარშრუტზე აბუ-დაბი (AUH) – ბაქო (GYD) ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება, რაც მგზავრებს მოქნილ გრაფიკს სთავაზობს როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის.
რეისები შესრულდება თანამედროვე Airbus A320 ტიპის ხომალდებით, რომლებიც აღჭურვილია როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის სალონებით.
ბაქო სულ უფრო პოპულარული ხდება საამიროების მცხოვრებთათვის, ხოლო აბუ-დაბი აზერბაიჯანელი მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული და გასართობი ცენტრია. აბუ-დაბის გავლით აზერბაიჯანელ მგზავრებს გაეხსნებათ მოსახერხებელი კავშირები Etihad-ის ფართო ქსელთან აზიაში, ავსტრალიასა და აფრიკაში.
ირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ორ ქვეყანას შორის.
Etihad Airways-მა ბაქოს მიმართულებით ფრენები რამდენიმე წლის წინ შეაჩერა, თუმცა რეგიონში გაზრდილმა მოთხოვნამ და აზერბაიჯანის მზარდმა მიმზიდველობამ კომპანიას ამ ბაზარზე დაბრუნება გადააწყვეტინა.












