2030 წლისთვის ავიაპარკის მასიური გაფართოების ფარგლებში Etihad Airways-ი Airbus A320, A350 და A380 თვითმფრინავებისთვის, ასევე Boeing 777, 787 მოდელებისთვის ასობით ახალი პილოტის დაქირავებას გეგმავს.
პირველი ღია შეხვედრები 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება ბუდაპეშტში, ბუქარესტში, ვარშავაში, ვილნიუსში, კლუჟ-ნაპოკაში, ლარნაკაში, სოფიაში, ტირანაში.
ამჟამად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული გადამზიდველის ფლოტი 91 თვითმფრინავისგან შედგება:
Airbus A320-200……………………13
Airbus A321-200……………………..9
Airbus A321neo………………………2
Airbus A350-1000……………………5
Airbus A380-800……………………..5
Boeing 777-300……………………….9
Boeing 777-F…………………………..5
Boeing 787-9…………………………33
Boeing 787-10……………………….10