ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ფრინველთან, ან სხვა რაიმე საგანთან შეჯახება გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავში გააქტიურდა მანევრირების კორექციის სისტემა (MCAS), რამაც საბოლოო ჯამში თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, გამოძიების დასრულებამდე, Boeing 737 MAX-ის ფრენები შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს ეთიოპიაში ჩამოვარდნილი Ethiopian Airlines-ის Boeing 737 MAX-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ბორტზე სულ 157 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.