ესტონეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Nordica ოპერირებას შეწყვეტს და პრივატიზაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გაკოტრების შესახებ განაცხადებს.

ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

Nordic Aviation Group-მა ინვესტორ ლარს ტუზენთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ Nordic Aviation Group AS-სა და Regional Jet OÜ-ს (Xfly) ლიკვიდაცია მოახდინოს.

აღნიშნულია, რომ ტუზენი არის დანიური ავიაკომპანიის Jettime-ის მფლობელი და ლატვიური airBaltic-ის 2%-იანი აქციონერი.

”სამწუხაროდ, პოტენციურმა ინვესტორმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს პრივატიზაციის პროცესის გაგრძელებას ზედმეტი რისკების გამო,” – განმარტა Nordic Aviation Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კადრი ლენდმა.

რემკო ალტუისმა, Nordic Aviation Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ დირექტორთა საბჭო გაკოტრების შესახებ შეტყობინებას რაც შეიძლება სწრაფად შეიტანს.

კომპანიამ უკვე აცნობა თავის თანამშრომლებს და ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის თვითმფრინავების მეიჯარეებს, რომ აპირებს გაკოტრებას.