კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის აქტივობის გამო ესპანეთის სანაპირო ზოლი ყოველწლიურად 5 მეტრამდე პლაჟს კარგავს. ეს სერიოზული პრობლემაა ესპანეთისთვის, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის 39% ქვეყნის სანაპიროზე ცხოვრობს.
2016-დან 2022 წლამდე პერიოდში არრაიჯანალ-სან ჯულიანის სანაპირო ზოლმა ტორემოლინოსსა და მალაგას შორის 45 მეტრით უკან დაიხია.
ეკოლოგიის სამინისტროს ინფორმაციით, სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთმა 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაკარგა. ჯერ ეს მოხდა ადამიანის აქტივობის გამო, შემდეგ კი კლიმატის ცვლილების გამო.
ნავსადგურების, საცხოვრებლის, გოლფის მოედნების მშენებლობამ და მდინარის კალაპოტების ცვლილებამ საფუძველი ჩაუყარა ეროზიას. სანაპირო ზოლის ცვლილებაზე ასევე გავლენა იქონია კლიმატური პირობების გაუარესებამ: ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა, ზღვის დონის აწევა და ტალღების სიმაღლეების ცვლილება.
ტურიზმის განვითარება ასევე დამოკიდებულია სანაპიროზე არსებულ პირობებზე. ყოველწლიურად ესპანეთში სანაპიროზე ქვიშა სხვა რეგიონებიდან შემოაქვთ და ზოგჯერ ეს ქვიშა უფრო სწრაფად ირეცხება, ვიდრე მისი ხელახლა შეცვლაა შესაძლებელი.