ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ავიაკომპანია Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines-ი განახორციელებს. თუ რატომ განხორციელდა Wizz Air-ის Myway Airlines-ით ჩანაცვლება ამ დროისთვის უცნობია. ავიაკომპანიის ცვლილების შესახებ ცნობილი Myway Airlines-ის განცხადებიდან გახდა. 

“თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ფრენა 15 ივლისს განხორციელდება.
თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00;
ბარსელობა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25;

? ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება.

? ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com

✅ მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს!

? გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!

? საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს”, აღნიშნულია Myway Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ პოტენციური მგზავრებისთვის გააკეთა.

საგულისხმოა, რომ 6 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში ივლისის სპეცრეისების განრიგი დასახელდა, სადაც გაცხადდა, რომ ბარსელონა-ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისს Wizz Air-ი განახორციელებდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ  ესპანეთსა და საქართველოს შორის ფრენას Myway Airlines-ი შეასრულებს, თუმცა ამჯერად რეისი თბილისი-ბარსელონა-თბილისი იქნება.

შესაბამისად, განრიგის მიხედვით Wizz Air-ს ივლისში ორი სპეცრესი რჩება:
22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;
28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი
;