ესპანეთი ქვეყნის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთიანი სამგზავრო ბილეთის შემოღებას გეგმავს. ირკვევა, რომ მისი გაყიდვა 2026 წლიდან იგეგმება.
ახალი. ერთიანი ბილეთი მოიცავს მგზავრობას მატარებლით, ავტობუსით, მეტროსა და ტრამვაის მეშვეობით ესპანეთის 17-ვე რეგიონში.
ჯერჯერობით ერთიანი სამგზავრო ბილეთის ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი შეფასებით, ბილეთის ღირებულება თვეში 30 ევროდან 49 ევრომდე იქნება.
ესპანეთი გახდება ევროკავშირის მეხუთე ქვეყანა, რომელიც მოგზაურებს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტრანსპორტით სარგებლობისთვის ერთიან სამგზავრო ბარათს შესთავაზებს.
ანალოგიური ბილეთები უკვე აქტიურია გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და საფრანგეთში.