აეროპორტების ასოციაცია ACI Europe-მა უახლესი ტრაფიკის მონაცემები წარმოადგინა, რომლებიც „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი მგზავრთნაკადის ზრდა 10,3%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში, მგზავრთნაკადი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი, რაც ოდნავი შემცირებაა პირველ კვარტალთან შედარებით (+10.2%).
ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ოლივიე იანკოვეცმა თქვა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, მაგრამ გააფრთხილა ბაზრის მზარდი ფრაგმენტაცია: ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა სრულად აღადგინა სამგზავრო მოძრაობა.
ლონდონის ჰითროუ გახდა ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში (+ 2,8% 2019 წელთან შედარებით). მაგრამ ეს მაჩვენებლები კონტრასტშიარეგიონის ყველაზე პატარა აეროპორტებს (წლიურად 1000-დან 1 მილიონ მგზავრს იტევს), რომლებმაც დაკარგეს მოგზაურთა 35.7% 2019 წელთან შედარებით.
„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეც.
რამდენიმე ევროპული აეროპორტი პროგნოზირებს რეკორდულ ტრაფიკს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.