ბათუმი – შეხვედრების ქალაქი  – ასე ჰქვია ბათუმის ახალ საიმიჯო  ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.  ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ქმნის დადებით შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და მათთვის ეს შეხვედრები ახალი გზის დასაწყისია.

„ერთ დღეს შენ იგრძნობ, რომ ეს სწორედ ის დღეა, რომელიც არასოდეს უნდა დასრულდეს. ეს სწორედ ის დროა, რომელიც უნდა გაჩერდეს და ყოველთვის, როცა იმ შეხვედრას გაიხსენებ, რომელმაც ახალი შესაძლებლობების ზღვა გიჩვენა გაიხსენებ მისკენ მიმავალ გზასა და ქალაქს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს. ეს ბათუმია – შეხვედრების ქალაქი და შენ სად ხარ ახლა?“

ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო კომპანია RedPoint-მა გადაიღო. ეს ბათუმის რიგით მესამე ვიდეორგოლია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ჯამში, კი ბოლო სამ წელში აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტმა 8 საიმიჯო ვიდეორგოლი შესთავაზა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს.

„ბათუმის ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი გათვლილია როგორც შიდა, ასევე ჩვენი ტრადიციული სამიზნე ქვეყნების ტურისტებზე, რომლებსაც ბათუმთან დადებითი ემოციები/მოგონებები აკავშირებს და მათთვის ბათუმი იმაზე, მეტია ვიდრე უბრალოდ მრავალფეროვანი, ტურისტული მიმართულება. ვიდეორგოლში ვფიქრობთ კარგადაა გადმოცემული ყველა ის ემოცია, რომელიც ტურისტებს ბათუმში დასვენებისას  შეიძლება გაუჩნდეთ. კლიპში ასევე, წარმოჩენილია ქალაქის ყველა ის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ამ რგოლით   მოვუწოდებთ ყველას ისევ ესტუმრნონ ჩვენს მშვენიერ ქალაქს და დაისვენონ ბათუმში- შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების ქალაქში,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

https://www.facebook.com/visitbatumi/videos/2415669112046897/