ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ ჩვენი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება, ისევ უტოპიურ შეჩერებაში ვართ, აცხადებს ასოციაცია “ავიაკომუნიკატორისპრეზიდენტი. თამუნა თანდაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას სრული “ლოქდაუნი” არ ემუქრებოდა, რადგანაც ამის დაპირება თავად გიორგი გახარიამ გასცა.

თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ასოციაციის აქტიური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა დაიწყო დ ფართო მასშტაბიანი სერვისების შექმნასც გეგმავდა, იმ გზავნილის მიხედვით მაშინ მთავრობამ გააჟღერა.

“ერთი თვის წინ გაიმართა ასოციაციების შეხვედრა პრემიერთან, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც საქართველოს ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი ასოციაცია და საუბარი შეეხებოდა წერტილოვან შეზღუდვებს.

მკაფიოდ განსაზღვრა პრემიერმა, რომ სისტემის სრული “ლოქდაუნი” არ იქნებოდა. ერთი თვის შემდეგ, ვიღებთ ჩვენი ინდუსტრიის სრულ “ლოქდაუნს”. მაშინ როდესაც ინდუსტრიამ დაიწყო ინვესტირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დონორებთან აქტიური მოლაპარაკება – ახლა კი იძულებულია გაჩერდეს.

ეს არ არის წერტილოვანი შეზღუდვა, ეს არის ინდუსტრიის გაჩერება.

მე, როგორც საავიაციო ასოციაციის პრეზიდენტმა, დავიწყე ასოციაციის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, ვიქირავე ოფისი, ჩავატარე გასაუბრებები, შევარჩიე კომპეტენტური ადამიანები, ვგეგმავდი ფართო მასშტაბიანი სერვისების შექმნას, იმ გზავნილის მიხედვით რაც მთავრობამ გააჟღერა – იყავით მზად, რომ პოსტმანდემიური პერიოდის შემდეგ დავიწყოთ მყისიერი აღდგენა.

ახლა იძულებული ვარ შევაჩერო საქმიანობა და ვიფიქრო გადარჩენაზე. ასეთ მდგომარეობაშია მთელი სტუმართმასპინძლობის, ტურიზმისა თუ ავიაციის სფერო. ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ ჩვენი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება, ისევ უტოპიურ შეჩერებაში ვართ.

საავიაციო და მოგზაურობის ინდუსტრია ვერ გადავა სწრაფი მიწოდების სერვისზე. ტურიზმის ყველა კომპონენტი მოსაფრთხილებელია. ცხოვრება არ მთავრდება ვირუსით. ოპტიმიზმი, ხედვა და საქმე გვჭირდება”, აცხადებს ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი. 

ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური “ლოქდაუნი“ არ იქნება – თამუნა თანდაშვილი