ერთ წელიწადში ავიაბილეთები 6%-ით გაიაფდა, ხოლო თვიურ ჭრილში 19%-ით.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა ზუსტად 6%-ით გაიაფდა
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ავიაბილეთები 18.53%-ით გაძვირდა.
2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.












