საუდის არაბეთი მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზს ააშენებს, რომელიც ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტს, მეფე აბდულას ბიზნეს რაიონსა (KAFD) და ქალაქ ქიდიას (Qiddiya) დააკავშირებს. მატარებლის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს მიაღწევს, ხოლო მგზავრობის დრო დაახლოებით 30 წუთი იქნება.
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არიან ერ-რიადის სამეფო კომისია (RCRC), პრივატიზაციის ეროვნულ ცენტრი (NCP) და საინვესტიციო კომპანია Qiddiya Investment Company (QIC).
პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელით ხორციელდება, კონტრაქტორი კომპანიების შერჩევით დაიწყება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი სარკინიგზო ხაზის ინტეგრირება ერ-რიადის მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში იგეგმება.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამეფოს მოქალაქეებისა და სტუმრების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, რაც ქვეყნის სახელმწიფო კონცეფციის – „Vision 2030“-ის ნაწილია.












