აშშ-დან შორმანძიზე ფრენის ავიაბილეთის ფასები 2025 წელს შემცირდება. ამ პროგნოზს კომპანია Hopper-ი აკეთებს, რომელიც ბილეთების ფასებს აკონტროლებს.
აზიის მიმართულებით ფრენების ღირებულება 2025 წლის პირველ ნახევარში შარშანდელთან შედარებით 11%-ით უკვე შემცირდა და საშუალოდ 1,1 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ამ მარშრუტზე ხელმისაწვდომი სამგზავრო ადგილების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. ევროპის მიმართულებით ფრენების ფასი 6%-ით შემცირდა და $754 შეადგინა.
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ავიაბილეთის ფასები იგივე რჩება, რაც გასულ წელს, ხოლო სამხრეთ ამერიკაში ფრენები 4%-ით იაფია და 685 შეადგენს.
ამავდროულად, ბილეთები აშშ-დან მექსიკაში გაძვირდა 9%-ით და 469 დოლარამდე გაიზარდა.
გაიზარდა ფასები შიდა ფრენებზე აშშ-შიც. Boeing-ის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხების ფონზე ავიაკომპანიები უფრო ფრთხილები გახდნენ დამატებითი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ავიაბილეთის ფასების კლება გამოწვეულია პოპულარულ მარშრუტებზე გაზრდილი მიწოდების კომბინაციით და შემცირებული მოთხოვნით იმ დონეებიდან, რაც დაფიქსირდა COVID-19 პანდემიის დროს დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ბილეთების ფასები მაშინ უფრო მაღალი იყო, რადგან ავიაკომპანიებს მუშახელისა და თვითმფრინავების დეფიციტი შეექმნათ.
ავიაკომპანიის ბილეთების და ტურის პაკეტების საძიებო, ონლაინ სერვისი აღნიშნავს, რომ აზიის მიმართულებით ფრენები მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა, ხოლო ინტერესი მთლიანად რეგიონში და განსაკუთრებით იაპონიაში მოგზაურობის მიმართ იზრდება. ტოკიოს, საპოროსა და ოსაკას ქალაქების ძიება აჩვენებს ყველაზე მაღალ პროცენტულ ზრდას.