ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2021 წლის 7 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე ქვეყანაში მკაცრდება რეგულაციები. კერძოდ:
რესტორნები, კაზინოები და აზარტული თამაშების სხვა დაწესებულებები იმუშავებენ 07.00-დან 22.00 საათამდე.
პერსონალს მოეთხოვება ნიღბების ტარება, ხოლო ვიზიტორებმა უნდა დაიცვან 1.5 მეტრი დისტანცია.
მაგიდასთან დაიშვება არაუმეტეს 6 ადამიანისა.
სასწავლო ცენტრებში ჯგუფური მეცადინეობები დაშვებულია, 1.5 მეტრი დისტანციის დაცვით და ერთ გაკვეთილზე არაუმეტეს 10 დამსწრის პირობებში;
საბავშვო ცენტრები და კლუბები დაიკეტება;
კონგრესები და ტრენინგები დაშვებულია, ფართის არაუმეტეს 30%-ის შევსების და არაუმეტეს 30 ადამიანის მონაწილეობის პირობის დაცვით. მსგავს ღონისძიებებზე ნიღბების ტარება სავალდებულოა;
Team building-ები და ყველა სახის მასობრივი ღონისძიებები იკრძალება;
კინოთეატრებსა და თეატრებში სიარული დაშვებულია, დარბაზის 50%-ამდე შევსებით;
მუზეუმებსა და გალერეებში სიარული დაშვებულია, ნიღბების ტარების აუცილებლობით და 8 კვადრატულ მეტრ ფართზე არაუმეტეს ერთი ადამიანის ყოფნის პირობის დაცვით;
სპორტული ღონისძიებები დახურულ სივრცეში დაშვებულია მაყურებლის გარეშე;
სპორტული ღონისძიებები ღია სივრცეებში (სტადიონები) დაშვებულია ტრიბუნის მოცულობის არაუმეტეს 30%-ის შევსების და დამსწრეთა მიერ ნიღბების ტარების პირობის დაცვით:
კერძო ღონისძიებები, როგორებიცაა ნათლობა, ქორწილი და სხვა, დაშვებულია – დახურულ სივრცეში არაუმეტეს 30, ხოლო ღია სივრცეში არაუმეტეს 60 პირის ყოფნის პირობის დაცვით.
სასწავლო პროცესი სკოლებში დაიწყება დასწრებით (in person) 15 სექტემბრიდან.