Emirates მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ბრენდად დასახელდა – YouGov-ის 2025 წლის რეკომენდაციების რეიტინგის მიხედვით, რომელმაც 88.4 ქულა დააგროვა. ეს რეიტინგი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლების გამოკითხვას, თუ რომელ ბრენდებს ურჩევდნენ ისინი მეგობრებს ან კოლეგებს.

ექსპერტები Emirates-ის წარმატებას 2024-2025 წლებში ბრენდის რეკორდულ მოგებას მიაწერენ. წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანურმა გადამზიდავმა თავისი პირველი Airbus A350-900 თვითმფრინავი წარმოადგინა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებასაც როგორც რეგიონულ, ისე ულტრაშორ მანძილზე გეგმავს.

საუკეთესო 10 რეკომენდებული ბრენდი:

  1. Emirates (88.4 ქულა)
  2. Toyota (84.7 ქულა)
  3. Levi’s (83.1 ქულა)
  4. adidas (82.5 ქულა)
  5. Nintendo (82.1 ქულა)
  6. Nike (82 ქულა)
  7. Mercedes-Benz (81.8 ქულა)
  8. BMW (81.4 ქულა)
  9. trivago (81 ქულა)
  10. Neutrogena (80.8 ქულა)