Emirates-მა თვითმფრინავების ბორტზე მირთმეული კერძების რაოდენობა დათვალა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიამ საკუთარ მგზავრებს წლის განმავლობაში 45 მილიონი შოკოლადის პროდუქტი, ასევე მრავალი დესერტი მიაწოდა.
Emirates-ით ფრენის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ავიაკომპანია ყველა კლასში მსოფლიოს 140 მიმართულებაზე მგზავრებს ხელნაკეთ შოკოლადებს სთავაზობს.
გასული წლის განმავლობაში ეკონომ კლასის მგზავრებმა 36,3 მილიონი შოკოლადი მიიღეს, ხოლო პრემიუმ ეკონომ კლასის მგზავრებმა 322 000 შოკოლადი. ბიზნეს კლასის მგზავრებს შესთავაზეს 8,2 მილიონი შოკოლადი, ხოლო პირველი კლასის მგზავრებს, რომლებსაც ბორტზე კერძების შეუზღუდავი წვდომა აქვთ, 122,000 შოკოლადი მიირთვეს.
Emirates-ი მჭიდროდ თანამშრომლობს შოკოლადის მწარმოებლებთან მთელი მსოფლიოდან, რათა ყოველ სამ თვეში შოკოლადის ასორტიმენტი განაახლოს. ამ დროისათვის Emirates-ი მგზავრებს პრემიუმ ფრანგულ შოკოლად Valrhona-ს სთავაზობს.
კომპანია Valrhona დაარსდა საფრანგეთში 1922 წელს კონდიტერ ალბერიკ გირონეს მიერ.Emirates-თან ერთად Valrhona ქმნის ძვირადღირებულ შოკოლადის კომპლექტებს პირველი კლასის მგზავრებისთვის.
Emirates რეგულარულად თანამშრომლობს შოკოლადის მწარმოებელ ტოპ ბრენდებთან.