ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Emirates-მა Power banks-ის გამოყენებასა და ტრანსპორტირებაზე ახალი წესები დააწესა. გადაწყვეტილება ლითიუმის ბატარეებთან დაკავშირებული რისკებით არის განპირობებული.

2025 წლის 1 ოქტომბრიდან Emirates-ის მგზავრებს ფრენის დროს აღარ შეეძლებათ პორტატული დამტენების გამოყენება.

მიუხედავად ამისა, ერთი პორტატული დამტენების გადატანა ხელბარგში კვლავ დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით:

Power banks-ის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვატ/საათს და ეს ინფორმაცია მოწყობილობაზე მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული.

Power banks უნდა განთავსდეს თქვენს წინ მდებარე სავარძლის ჯიბეში ან ჩანთაში, რომელიც იმავე სავარძლის ქვეშაა.

აკრძალულია Power banks-ის ზედა თაროებზე განთავსება.

ავიაკომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება Power banks-თან დაკავშირებული ინციდენტების ზრდას უკავშირდება. ლითიუმ-იონური და ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორების დაზიანებამ ან ზედმეტმა დატენვამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „თერმული გაჟონვა“, რასაც ხანძარი, აფეთქება და ტოქსიკური აირების გამოყოფა მოჰყვება.