ავიაკომპანია Emirates-მა დუბაიში პილოტთა ეკიპაჟების მოსამზადებელი ახალი, მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი – Emirates Crew Training Center – წარადგინა. პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციამ $136 მილიონს გადააჭარბა.

ახალ ცენტრში მოამზადებენ პილოტებს Airbus A350-ისა და გამოსაშვებად გამზადებული Boeing 777X-ის სამართავად.

ახალი შენობა, რომლის ფართობი 5,800 კვ.მ-ზე მეტია, ავიაკომპანიის სხვა სასწავლო ცენტრების გვერდით მდებარეობს. კომპლექსში მოწყობილია ექვსი დარბაზი ავია-სიმულატორებით.

აღჭურვილობა ინტეგრირებულია პილოტების მხარდაჭერის სადგურთან (PSS) – ინდუსტრიაში პირველ სისტემასთან, რომელიც მთლიანად კომპანიის შიგნით შეიქმნა სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისთვის. ტრენინგის დაწყებამდე, პილოტებს შეუძლიათ მოახდინონ კაბინის კონფიგურაცია და შეადგინონ ფრენის გეგმა იმერსიულ გარემოში.

ცენტრი ასევე აღჭურვილია 3D ბეჭდვის შესაძლებლობებით, რაც სასწავლო მოწყობილობებისთვისრთული კომპონენტებისა და კონსტრუქციების დამზადების საშუალებას იძლევა. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს შიდა წარმოება მათ წელიწადში 1 მილიონ დირჰამამდედაზოგვის საშუალებას აძლევს.

თითოეულ სიმულატორს შეუძლია ყოველწლიურად 7,500 საათის განმავლობაში ათასი მსმენელის მომზადება. პილოტებს აქვთ წვდომა 17 ტრენაჟორზე, მათ შორის 11 განკუთვნილია A380-ისა და Boeing 777-ის ლაინერების სამართავად.

Emirates აცხადებს, რომ მიზნად ისახავს მომზადებული ეკიპაჟების რაოდენობა წლიურად 54%-ითგაზარდოს.