ავიაკომპანია “Emirates”-მა 85 მილიონი არაბეთის გაერთიანებული სამიროების დირჰამი (AED) ($23.1 მილიონი) ჩადო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მე-3 ტერმინალში 200-ზე მეტი ბიომეტრიული კამერის დასამონტაჟებლად.

ეს ტექნოლოგია მგზავრებს საშუალებას მისცემს, პასპორტის ან ჩასხდომის ბარათების წარდგენის გარეშე გაიარონ რეგისტრაცია, საიმიგრაციო კონტროლი, მოინახულონ ლაუნჯები და ჩასხდნენ თვითმფრინავში.

ეს ინიციატივა განხორციელდა “Emirates”-ისა და დუბაის საიდენტიფიკაციო და უცხოელთა საქმეების გენერალურ დირექტორატთან (GDRFAD) თანამშრომლობის ფარგლებში.სერვისით სარგებლობისთვის მგზავრებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ “Emirates”-ის აპლიკაციის, თვითმომსახურების კიოსკების ან ავიაკომპანიის სააეროპორტო დახლების მეშვეობით.

თუ მგზავრს უკვე აქვს ბიომეტრიული ჩანაწერი GDRFAD-ში, “Emirates”-ი რეგისტრაციისას მის სახეს ამ პროფილთან შეადარებს.

ავიაკომპანიას შეუძლია დროებითი ბიომეტრიული პროფილი შეუქმნას ტურისტებს, რომლებსაც GDRFAD-ში ჯერ არ აქვთ ჩანაწერი.

“Emirates”-ის ცნობით, კამერებს შეუძლიათ მოგზაურის ბიომეტრიული პროფილის ამოცნობა ერთი მეტრის მანძილიდანაც კი. ეს საშუალებას აძლევს მგზავრებს, სწრაფად გაიარონ ის ზონები, სადაც აქამდე გაჩერება და დოკუმენტების ჩვენება იყო საჭირო, რაც საგრძნობლად აჩქარებს პროცედურებს.