Emirates-მა ბორტზე ყველა მგზავრისთვის უფასო Wi-Fi აამოქმედა. იმისათვის, რომ უფასო ინტერნეტით ისარგებლოთ თქვენ უნდა იყოთ Emirates Skywards-ის ბონუს პროგრამის წევრი. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა ყველას სხვადასხვა დონე აქვს.

კერძოდ, მესინჯერები ხელმისაწვდომია ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე და იმისათვის, რომ მიიღოთ სრული შეუზღუდავი წვდომა, თქვენ უნდა იფრინოთ პირველი კლასის ან იყოთ “პლატინის” ბარათის მფლობელი. ბიზნეს კლასში უფასო Wi-Fi შეუზღუდავად მუშაობს მხოლოდ სტატუსის წევრებისთვის (ვერცხლის, ოქროს და პლატინის ბარათებით).

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე Emirates-მა ყველა მგზავრს შესთავაზა 20 მბ უფასო ინტერნეტი ან ორი საათი უფასო შეტყობინებები. თუმცა, 2020 წლის მაისში ეს უფასო წვდომა გაუქმდა.

დღეს, მგზავრის თითქმის 10% სარგებლობს ბორტზე უფასო Wi-Fi-ით. ამერიკის კონტინენტისკენ მიმავალ მარშრუტებზე მგზავრების თითქმის 20% უერთდება ფრენის Wi-Fi-ს, ხოლო ევროპასა და აფრიკისკენ მგზავრის 11%-ზე მეტი.