არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფლაგმანმა ავიაკომპანია Emirates-მა თავის თვითმფრინავებში პეიჯერების და რაციების ტარება აკრძალა. ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ბარგზე, ასევე ხელბარგზე.
“ყველა მგზავრს, რომელიც საჰაერო გზით მიემგზავრება დუბაიში, დუბაიდან, ან დუბაის გავლით, ეკრძალება პეიჯერების და რაციის ტარება ჩასაბარებელ ან ხელბარგში. ასეთი ნივთები, რომლებიც აღმოჩნდება ხელბარგში ან ბარგში დუბაის პოლიციის მიერ იქნება ჩამორთმეული”, აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
17 და 18 სექტემბერს ლიბანის სხვადასხვა რაიონში მოხდა საკომუნიკაციო მოწყობილობების მრავალი აფეთქება, ძირითადად პეიჯერები და რაციები. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაშავდა. ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლა აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელს ადანაშაულებს.