ავიაკომპანია Emirates-მა Boeing 777-200LR-ების რეკონსტრუქცია დაასრულა, რაც 150 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტის ფარგლებში განახლდა თვითმფრინავის სალონი და სავარძლები უფრო კომფორტული გახდა. ახალი კონცეფციით, სალონი სამი კლასიდან ორ კლასიანად გადაკეთდა, და ამის ხარჯზე მაქსიმალურად გაიზარდა ბიზნეს კლასის ფართი.
პირველი Boeing 777-200LR ახალი კონცეფციით ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში გაუშვეს. განახლებული Boeing-ები მსოლოდ საერთაშორისო რეისებს მოემსახურება.
იმავდროულად, Emirates-ი გეგმავს, რომ საკუთარი ფლოტიდან ორი Boeing 777-300 “ამოიღოს”. შესაბამისად
შეგახსენებთ, რომ Emirates-ის ფლოტის მოდერნიზაციის ფარგლებში წელს 7 ერთეული Boeing 777-ისა და 6 ერთეული Airbus A380-ს მოდერნიზაცია იგეგმება.