Emirates Skywards-ი, Emirates-ისა და flydubai-ს ლოიალურობის პროგრამა ახალ სერვისს Skywards Exclusives-ს უშვებს. ეს არის უნიკალური შეთავაზება მათთვის, ვინც ხშირად დაფრინავს. სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, კონცერტების, თუ VIP-მიღებების ბილეთები, რომლის შეძენაც ფულით არ ხდება ხელმისაწვდომი იქნება Skywards Miles-ის წევრებისთვის, რომელიც თავის მხრივ დაახლოებით 25 მლნ ადამიანს აერთიანებს.

მსურველს შეეძლება საკუთარი  Miles-ები მათთვის სასურველ ბილეთში გადაცვალონ.