არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-ი გეგმავს, რომ მისი ბილეთების შეძენა სამომავლოდ ბიტკოინებითაც გახადოს შესაძლებელი.
“Emirates-ი, მალე გადახდების სახით, ბიტკოინის მიღებას დაიწყებს”, – აცხადებს ავიაკომპანიის მთავარი საოპერაციო ოფიცერი ადელ აჰმედ ალ-რედჰა.
გარდა ამისა, ავიაკომპანია საკუთარ ვებგვერდზე დაამატებს საკუთარ NFT ტოკენებს.
ადელ აჰმედ ალ-რედჰას განმარტებით,  ავიაკომპანიას შეიძლება თანამშრომლების დაქირავება დასჭირდეთ, რათა  მომხმარებელთა საჭიროებებს მორგებული, სრულყოფილი, აპლიკაციის შექმნა შეძლოს.