ავიაკომპანია Emirates-ი 1 ნოემბრიდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებზე ორიენტირებული ახალ სერვისებსა და გაუმჯობესებულ პირობებს ამატებს.
ნეიროგანსხვავებული მგზავრებისთვის: 1 ნოემბრიდან თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება სენსორული პროდუქტები (ანტი-სტრეს სათამაშოები, ფიჯეტ-კუბიკები და რეზინის სათამაშოები), რომლებიც განკუთვნილია ნეიროგანსხვავებული (ნეიროდივერგენტული) მგზავრებისთვის.
ბიზნეს კლასი: დაემატება ახალი მატრასები კაპიუშონ-ჩეხოლით, რომელიც პირდაპირ სავარძელზე მაგრდება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია შეზღუდული მოძრაობის უნარის მქონე პირებისთვის, რადგან მისი აკეცვა აფრენისა და დაფრენის წინ საჭირო არ არის.
ყველა კლასში დაემატება: 600-ზე მეტი ფილმი სუბტიტრებით; დაახლოებით 200 ფილმი აუდიოდესკრიფციით (ბრმა ან მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის). თვითმფრინავის გასართობი ინტერფეისი მხარს დაუჭერს ხმოვან ნავიგაციას მხედველობის დაქვეითების მქონე პირებისთვის.
დუბაის აეროპორტში თვითრეგისტრაციის ჯიხურებზე დაინერგება:
- ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ფუნქცია (Text-to-Speech);
- ბრაილის შრიფტის ელემენტები;
- ტაქტილური (შეხებით აღქმადი) ელემენტები;
- აუდიოგამოყვანა ყურსასმენებისთვის.












